სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 16 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად 140-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.
,,ზარალის დათვლა კვლავ გრძელდება, პარალელურად კი მიმდინარეობს პროექტირება. ასევე დაიწყო გადაუდებელი აუცილებლობის მქონე სახლების გადახურვა და დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია”,– აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.