ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი– მთავრობას თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაწყებული აქვს

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მთავრობას დაწყებული აქვს მუშაობა თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე.

მისივე თქმით, პროექტის კონტურები უკვე არსებობს და პერსპექტივაში ეს პროექტი რეალიზებული გახდება.

,,ყველაზე მთავარი სიმდიდრე რაც თუშეთს გააჩნია ეს არის განუმეორებელი ბუნება. ასევე საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები, სათავგადასავლო და გასტროტურები.

ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც თუშეთში ჩასულ ტურისტებს სთავაზობს ეს უნიკალური კუთხე, თავისი თვითმყოფადობით, ავთენტური და განუმეორებელი ბუნებით.

ასევე აქ არის ბევრი საინტერესო სასტუმრო, ჰოსტელი და საოჯახო სასტუმრო. რაც ყველაზე მთავარია მთავრობასთან ვმუშაობთ იმაზე, რომ თუშეთთან გაჩნდეს საბაგირო მიმოსვლა და იმედი გვაქვს ამას რეალიზებულს ვიხილავთ მომავალ წლებში’’,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.