ალაზნის სარწყავ არხში 37 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, სარწყავ არხში 37 წლის მამაკაცი დაიხრჩო.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფელ ველისციხის მკვიდრია.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი არხში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
მამაკაცს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მას მეუღლე 2 წლის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.