გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დასახელდა
,,ქართულმა ოცნებამ” კახეთის ორ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში წარდგენილი იქნა გურჯაანის მუნიციპლიტეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.
კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
,,დავით სონღულაშვილი გამორჩეული კადრია, რომელიც პარლამენტში წლების განმავლობაში აქტიურად ზრუნავდა თავისი ოლქის ინტერესების დაცვას. ის არის ჩვენი ღირსეული წარმომადგენელი”,– განაცხადა კობახიძემ.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, მაჟორიტარობა არ არის მარტივი და ეს პოზიცია საპასუხისმგებლოა.
„ყველა კანდიდატის შერჩევის პირველი კრიტერიუმი არის პროფესიონალიზმი. მინდა, გუნდს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ნდობის გამოცხადებისთვის. მაჟორიტარი დეპუტატობა არ არის მარტივი. ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე. ეს საჭიროებს 24/7-ზე შრომას.
აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩემი კანდიდატურა ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დასახელდა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმ საზოგადოების ნდობა გავამართლო, ვინც არჩევნებში მხარს დამიჭერს,” – განაცხადა სონღულაშვილმა.