გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება
ქალაქ გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა ინტენსიუს რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე აშენებულია ვოლიერები. უწყების ინფორმაციით, გარდა ვოლიერებისა, ასევე მოეწყობა ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
,,თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცოფის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები, სტერილიზაცია კასტრაციის მეთოდით, პოპულაციის მართვა, ცხოველის პატრონის დადგენა ან ახალის მოძიება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, მათზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება და სხვა.
ცხოველთა თავშესაფარი, რომლის მშენებლობასაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ქალაქ გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით განთავსდება და კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება”,– განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში. თავშესაფრის მშენებლობაზე 1 800 000 ლარი დაიხარჯება.