მდინარე ალაზანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
საძიებო სამუშაობის შემდეგ მყვინთავებმა დაკარგული მამაკაცის ცხედარი, მდინარე ალაზანში იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დაკარგული ახალგაზრდების შესახებ, გუშინ შევიდა. სამსახურის 20 მაშველი, მდინარე ალაზანზე, გუშინ წასულ ორ მეგობარს, 48 საათზე მეტ ხანს ეძებდა. ძიების პროცესში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთი მათგანი, მაშველებმა უვნებლად იპოვეს. მეორე, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა კი, მდინარეში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
ის გურჯაანში ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა. გარდაცვლილის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება. შეგახსენებთ, მამაკაცს მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ნათესავების თქმით, ის გუშინ, მეგობართან ერთად, მდინარე ალაზანზე იყო წასული და მას შემდეგ, აღარ გამოჩენილა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე ძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.