პანდემიის დროს, თელავში დაწყებული ბიზნესი
თელავში აგრომარკეტი ”კოკროჭინა,, ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა პანდემიის დროს გახსნა.
მომხმარებლებს ისინი ნატურალურ ხილ–ბოსტნეულს სთავაზობენ, რომლებსაც სოფლებში მოსახლეობისგან ყიდულობენ.
გარდა ხილის და ბოსტნეულისა, მომხმარებლებს მაღაზიაში სახლში დამზადებული მწნილების და კომპოტების ყიდვაც შეუძლიათ.
“გარდა ნატურალური პროდუქტისა, მომხმარებელს ვთავაზობთ მიტანის სერვისს. ჩვენი მთავარი მიზანია მათ კომფორტულად იგრძნონ თავი” – განუცხადა knews.ge–ს მცირე მეწარმე ანა წულუკიძემ.
ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური