გურჯაანში მცხოვრები ახალგაზრდა მუსიკალურ კონკურსში მაყურებლის რჩეული მესამედ გახდა
გურჯაანში მცხოვრები ახალგაზრდა მომღერალი ლევან ყანდიაშვილი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″ –ის მუსიკალური მეგაპროექტში ,,დიდი სცენა” მაყურებლის რჩეული მესამედ გახდა.
ახალგაზრდამ სამივე ტურში ქართული და უცხოური სიმღერა შეასრულა და როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა. მისი განცხადებით, მესამედ მაყურებლის რჩეულის სტატუსის მიღება მას დამატებით პასუხისმგებლობას მატებს, რომ გულშემატკივრების იმედი გაამართლოს.
,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზედიზედ უკვე მესამედ ვხდები ტურის ლიდერი. ეს თავისთავად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მიჩენს. მე ჩემი გულშამატკივრის წინაშე ვალდებული ვარ გავამართლო მათი იმედები.
ცოტა მეშინია კიდეც ხანდახან იმიტომ, რომ არ მინდა ამან რაიმე ფორმით აგრესია გამოიწვიოს ან პირიქით ხალხი მოდუნდეს. ყოველ ტურზე მართლა გაოგნებული ვარ ხოლმე. ეს ენით აღუწერელი გრძნობაა და ამაყი ვარ ამით”,– განუცხადა Knews.ge-ს ლევან ყანდიაშვილმა.