,,ქართულმა ოცნებამ” კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
,,ქართულმა ოცნებამ” კახეთის ორ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.
დეპუტატობის კანდიდატების წარდგენამდე პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ–მინისტრმა და პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ კი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. პარტიის გადაწყვეტილებით თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.
,,ირაკლი ქადაგიშვილი ,,ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის” აქტიური წევრი იყო. ის არის გამოცდილი პოლიტიკოსი და დიდი შენაძენი იქნება პარლამენტისთვის”,– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ კანდიდატების წარდგენისას.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში კი გურჯაანის მუნიციპლიტეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი იქნა წარდგელი.
,,დავით სონღულაშვილი გამორჩეული კადრია, რომელიც პარლამენტში წლების განმავლობაში აქტიურად ზრუნავდა თავისი ოლქის ინტერესების დაცვას. ის არის ჩვენი ღირსეული წარმომადგენელი”,– განაცხადა კობახიძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. აქედან კახეთში იქნება ორი.