ახალი ამბები

კახეთის ორ ოლქში ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

საპარლამენტო არჩევნებისათვის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთის ორ ოლქში უკვე ცნობილია.
გავრცელებული ინფორმაციით, თელავი- ახმეტა–ყვარელი- ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური საბჭოს წევრს, გიორგი ბოტკოველს წარადგენს, ხოლო საგარეჯო- გურჯაანი- სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი იქნება.
ინფორმაცია, საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შესახებ, გიორგი ბოტკოველმა დაადასტურა.
,,კანდიდატები გარკვეულია. წარდგენა სავარაუდოდ თვის ბოლომდე იქნება. ვემზადებით, რომ ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხოთ მოქმედი ხელისუფლება”,–განაცახადა ბოტკოველმა.