ახმეტის მაღალმთიან დასახლებებში მზის 25 ელექტროსადგური დამონტაჟდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში ჯამურად მზის 25 ელექტროსადგური დამონტაჟდა, აქედან თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას მზის 12 ელექტროსადგური გადაეცა.
,,ახმეტისთვის და განსაკუთრებით თუშეთისთვის, სადაც ელექტროენერგია საერთოდ არ არის, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის – სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართავად’’,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა(USAID/Energy Program) ტექნიკური დახმარების ფარგლებში.