ახმეტაში, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს
ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის ახმეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში შეყვანილია მეორე პირიც, თუმცა დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
ზურაბ ზვიადაური 2012 წლის საპარლამენტო არვევნებზე, ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს და ის გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.