ახალი ამბები

რა დახმარებას გაუწევს მთავრობა კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას – ინფოგრაფიკა

რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ კახეთის მუნიციპალიტეტები თელავი და ყვარელი დააზარალა. მუნიციპალიტეტების 20 სოფელში 4 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის ძირითადად ვენახის ფართობებია დასეტყვილი. დაზიანდა 200–მდე საცხოვრებელი სახლი.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, იმ პირებს ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა ანაზღაურება იქნება გაცემული.

,,გვყავს ასევე დიდი რაოდენობა ისეთი მევენახეების და ფერმერებისა, რომელსაც არ აქვს ნასარგებლები სადაზღვევო სისტემით. ვიწყებთ თვითოეული ფიზიკური პირის ზარალის აღრიცხვას. ამ ინფორმაციის საფუძველზე მთავრობას ექნება საშუალება მიიღოს შემდგომი გადაწყვეტილება. ასევე თელავის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოეყოფა, რითაც მოხდება საცხოვრებელი სახლების სახურავების სრულად და ნაწილობრივ გამოცვლა”,– განაცხადა ქადაგიშვილმა.