ახალი ამბები

რეგიონებს შორის სასტუმროების დატვირთულობით კახეთი ლიდერობს

,,თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ივლისის მიმდინარე ჯავშნებით დიდი და მცირე სასტუმროების დატვირთულობით რეგიონებს შორის კახეთი ლიდერობს.

მიმოხილვის მიხედვით, ივლისის მიმდინარე ჯავშნებით კახეთში სასტუმროების დატვირთულობა კახეთში – 22%ია, ხოლო საშუალო სასტუმროების შემთხვევაში 20%.

„მცირე და საშუალო სასტუმროების დატვირთულობებშიც კახეთი ლიდერობს, რაც თბილისთან სიახლოვით არის განპირობებული. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დიდ სასტუმროებში უფრო მაღალია დატვირთულობა, ვიდრე – მცირეში; ჩვენი გამოკვლევიდან ასე ჩანს, რომ ხალხი ფასდაკლებების, ცნობადობის და კომფორტული დასვენების მისაღებად უფრო დიდი სასტუმროებისკენ მიდის.

კახეთის სასტუმროების საშუალო დღიური ფასი ივლისში დაახლოებით 45%-მდეა შემცირებული, ხოლო დანარჩენ სასტუმროებში შედარებით მცირე ფასდაკლებები ფიქსირდება. ფასდაკლება პატარა და საშუალო ზომის სასტუმროებში 10%-დან 60%-მდე მერყეობს და საშუალოდ 24%-ს შეადგენს“, – აცხადებენ მიმოხოლვის ავტორები.