თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში სავარაუდოდ კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ტელეკომპანია ,,გურჯაანის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაინფიცირებული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან არის.
მას კოვიდ -19 პისიარ ტესტით დაუდასტურდა.
აღნიშნულ საკითხზე 16 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.