სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით ინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე ინფორნაციით, ბავშვის ოჯახის წევრებს ხშირი კონტაქტი ჰქონდათ როგორც სოფელში მეზობლებთან, ასევე სოფლის გარეთაც.
,,დღეს დილი მივიღეთ შეტყობინება, რომ თელავის საავადმყოფოში მყოფ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი.
ეს ბავშვი ორი დღის წინ შემოყვანილი იქნა ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში პირღებინების სიმპტომით და შესაბამისად ის ექვემდებარებოდა ტესტირებას. ავუღეთ ტესტი და დღეს დილით ვირუსზე დადებითი პასუხი მივიღეთ.
ამ საკითხის დაფიქსირებისთანავე დავიწყეთ კვლევა. სოფელში ამჟამადაც მუშაობენ ეპიდემიოლოგები. ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და ვმუშაობთ ამ საკითხზე.
ჯერჯერობით მხოლოდ 11 პირის კონტაქტი გვაქვს დადგენილი, რომელიც არის ახლო ოჯახური წრე. გარდა ამისა, იკვეთება ასევე ბევრი სხვა კონტაქტი, რადგან ოჯახს მეზობლებთანაც ჰქონდათ შეხება. ამ დროისთვის ხდება ყველა იმ პირის გამოკვლევა რომელსაც ბავშვთან ჰქონდა ურთიერთიბა.
ეპიდკვლევა გრძელდება და ხვალ დილას უკვე გვეცოდინება ნიმუშევის შედეგები, ასევე ხვალ დავიწყებთ იმ კონტაქტების კვლევას, რომლებიც ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ჩვენ ეს სია უკე შევადგინეთ.
ბავშვი იმყოფებოდა სოფელში და კვლევით დადგინდა, რომ მისი ახლო წრის ადამიანები იყვნენ გასულები და შესაძლებელია შემოტანილი შემთხვევა იყოს’’,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.