თელავის ცენტრალური საავადმყოფო მსურველებს მაღალი ხარისხის კარდიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს (R)
თელავის ცენტრალური საავადმყოფო კახეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის კარდიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული მიმართულებით საავადმყოფო აქტიურად ხუთი წელია მუშაობს, რასაც პროფესიონალი კარდიოლოგები და ექიმები ხელმძღვანელობენ.
საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ევროპული დანადგარებით და სწორედ მისი მეშვეობით ხდება კორონარული არტერიების გამოკვლევა, კორონაროგრაფია, სტენტირება, მუდმივი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია და მსგავსი პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობა.
მედიცინის დოქტორი, სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი და თელავში ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი შალვა რცხილაძე ამბობს, რომ კახეთში მცხოვრებ მოსახლეობას ხარისხიანი კარდიოლოგიური მომსახურება შეუძლია ადგილზე, თბილისში წაუსვლელად მიიღოს.
საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შალვა რცხილაძე
მისი თქმით, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს კვალიფიციური ექიმები და წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტები გაუწევენ მომსახურებას.
,,თელავში უკვე მეხუთე წელია ვმუშაობთ და დაახლოებით 1500 პროცედურემდე გვაქვს გაკეთებული. ეს ის პროცედურებია, რომლის გამოც თბილისში მიდიოდა ხალხი. ამ განყოფილების გახსნა უშუალოდ დაკავშირებულია საავადმყოფოს ყოფილ დირექტორის ალეკო საჩიშვილის და ზაზა გოგოლაძის ძალისხმევასთან.
საბედნიეროდ თელავის და კახეთის მოსახლეობას ეს პრობლემა მოხსნილი აქვს. ადგილზეა სერვისი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება გულის დაავადებების და სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებს. მათ კვალიფიციური და ლიცენზირებული სპეციალისტები გაუწევენ დახმარებას.
რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ,,სიმენსის’’ საკმაოდ კარგი აპარატით, თუმცა ის იყო მეორადი და შედარებით დაბალი გარჩევადობის. ბოლო ერთი თვეა უმაღლესი ხარისხის აპარატურა გვაქვს, რომლითაც ბევრად უფრო ხარისხიანად შეგვიძლია ამ პროცედურების კეთება. ასევე შესაძლებელია სხვა ახალი სერვისების და პროცედურების დამატებაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის.
პაციენტების უმეტესობას ძირითადად კორონარული არტერიების გამოკვლევა ესაჭიროება და კორონაროგრაფია. საჭიროების შემთხვევაში კი ხდება სტენტირება. ასევე ვაკეთებთ ჩარევებს ქვემო კიდურების და თირკმლის არტერიებზე, ვახდენთ მუდმივი კარდიოსტიუმულატორების იმპლანტაციას, რაც ასევე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.
პაციენტებს აქ მთელი სერვისით სარგებლობა შეუძლია რაც კარდიოლოგიას ეხება. ამიტომ თბილისში პაციენტის წასვლა არ არის საჭირო, რადგან ადგილზე მსგავსი სერვისის მიღების შესაძლებლობა არსებობს’’,– განუცხადა KNEWS.GE-ს შალვა რცხილაძემ.
უმცროსი კარდიო-ქირურგი გიორგი მამუკელაშვილი
უმცროსი კარდიო ინტერვენციონისტი გიორგი მამუკელაშვილი ყურადღებას ამახვილებს გულის დაავადებების მქონე პაციენტენტების ინოვაციური მეთოდით მკურნალობაზე. მისი განმარტებით, სტენტირება და სტიმულატორების იმპლანტაცია ავადმყოფობის რისკებს ამცირებს და ინფარქტის პრევენციას ახდენს.
,,ვიღებ მონაწილეობას კორონაროგრაფიაში, ინტერვენციურ პროცედურებში. ეს არის ინოვაციური მეთოდი, რომელიც საქართველოში ბოლო წლებია აქტიურად დაინერგა. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ თელავში ევროპული სტანდარტებით ვუმკურნალოთ პაციენტებს.
ეს პროცედურები ძალიან კარგია იმისთვის, რომ პრევენცია გავაკეთოთ და მწვავე ინფარქტის დროს გადავარჩინოთ პაციენტის სიცოცხლე. დროულად მომართვის შემთხვევაში ფაქტობრივად 100% არის იმის ალბათობა, რომ პაცენტს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ და მომავალი ინფარქტისგან დავიცვათ.
ამ პროცედურების დროს არ ხდება პაციენტის დაძინება და არც გაჭრა. არის მხოლოდ ერთი ნაჩხვლეტი სხივის ან ბარძაყის არტერიაზე, რისი საშუალებითაც ჩვენ შევდივართ სპეციალური ზონდის საშუალებით, მივდივართ გულის მკვებავ სისხლძარღვებამდე ვიყენებთ კონტრასტულ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიურია, აღიქვავს რენდგენის სხივი და იხატება სისხლძარღვოვანი სურათი. ამის შემდეგ, ვსვავთ 100% –იან დიაგნოზს რა გვჭირდება, რა მეთოდით უნდა ვუმკურნალოთ პაციენტს და ზუსტად ამის მერე ხდება შემდეგი მანიპულაციების კეთება.
რაც შეეხება იმ პროცედურებს რასაც ჩვენ აქ ვატარებთ, არის კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია, რომელიც პაციენტის სიცოცხლის გადამრჩენი მექანიზმია. ორკამერიანი და ერთ კამერიანი სტიმულატორის და დეფიბრილატორის იმპლანტაციის დროს პაციენტი დაცულია და მისი პულსი ნორმაშია. დეფიბრილატორის იმპლანტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი აპარატი იმიტომ, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ, შესაძლოა მათ უეცრად განუვითარდეთ გულის გაჩერება. დეფიბრილატორი გააკეთებს განმუხტვას, რის შედეგადაც მოხდება გულის ხელახალი ამუშავება. ამ ყველა მანიპულაციის ჩატარება ჩვენ შეგვიძლია თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში’’,– განუცხადა KNEWS.GE-ს გიორგი მამუკელაშვილმა.
თელავის მკვიდრმა ელიკო დავითაშვილმა სტენტირება თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაიკეთა ოპერაცია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაძინების გარეშე და ახალი აპარატით მსგავსი ოპერაციის გაკეთება, რადგან ამ დროს მეტად დაცულია მოქალაქის ჯანმრთელობა.
,,ინფარქტი გადავიტანე და რთული ჯანმრთელობის მდგომარეობით აქ მომიყვანეს. გავიკეთე სტენტირება და ახლა უკეთ ვარ. ამ საავადმყოფოს დამსახურებაა რომ ცოცხალი ვარ.’’