ახალი ამბები

ლაგოდეხში სკვერის ბიბლიოთეკა მოეწყო

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი აგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლებასა და სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძეს ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობის ფარგლებში სკვერის ბიბლიოთეკა მოეწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცენტრში.

,,ლაგოდეხის ცენტრში ულამაზესი სკვერის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. კაბალის თემის სოფელ განჯალაში, სადაც ჩვენი აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეები ცხოვრობენ, ქართული წიგნები ჩავიტანეთ. ეკვილიბრიუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართული ბიბლიოთეკების მოწყობა და ქართული წიგნების ჩატანა არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში ”, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.