პანკისში სოლიდარობის პლატფორმის შეხვედრა გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში სოლიდარობის პლატფორმის შეხვედრა გაიმართა.
პლატფორმის წევრებმა იმსჯელეს საზოგადოებაში სოლიდარობის, თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, სოლიდარობის პლატფორმის როლზე ამ პროცესში და სამომავლო გეგმებზე.
,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სოლიდარობის პლატფორმამ ჩამოაყალიბოს ალტერნატიული საჯარო სივრცე, სადაც დამკვიდრებული კონსერვატიული და ლიბერალური იდეოლოგიების და დომინანტური პერსპექტივების კრიტიკული გადააზრება შესაძლებელი გახდებოდა.
პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს პანკისის, აჭარის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ახალგაზრდებს და მისი მიზანია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის დიალოგისა და სოლიდარობის პრაქტიკის შექმნის მხარდაჭერა”,– განაცხადეს სოლიდარობის პლატფორმის წევრებმა.
აღნიშნული პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.