თელავში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე, 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტი, ერთ-ერთი ადგილობრივის, ავეტიკოვების ოჯახში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახში, მხოლოდ მამიდა და ძმის შვილი ცხოვრობენ.
მათივე ინფორმაციით, ოჯახში სტუმრად მისულ მამაკაცსა და მასპინძელს შორის, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რომელიც ჯანმრთელობის დაზიანსბით დასრულდა.
40 წლამდე ასაკის მამაკაცმა სტუმარს ჭრილობა კისრის მიდამოში მიაყენა.
დაზარალებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი დახმარება უკვე გაუწიეს.
სერგი ავეტიკოვი უკვე დაკავებულია, ავეტიკოვების სახლში კი, პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ.