ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთერთშელაპარაკება უძღვოდა.

კისრის მიდამოში მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. Knews. Ge დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.