მიხეილ გრემელაშვილი – „მიუტევეთ ნაც დაიკოს“
„მოგესალმებით მეგობრებო. მოკრძალებით გთხოვთ მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს რომ სულმთლად გაგიჟდა. ძალიან მიყვარს მაინც და მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს, “ – ასე გამოეხმაურა თელავის საკრებულოს წევრი საკუთარი ნათესავის, მარიამ კუკუნაშვილის ბრალდებას, რომელმაც დეპუტატი საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ფაქტზე ამხილა.
knwes.ge -ს ინფორმაციით, დეპუტატის შვილები ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, ხოლო თავად მიხეილ გრემელაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს, საქმეზე კი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.