თელავის საკრებულოს წევრს ოჯახური ძალადობის ბრალდებით გამოკითხავენ
თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მუხლით გაასამართლებენ.
დეპუტატის მიერ საკუთარი შვილებისა და მეუღლის მიმართ ძალადობის შესახებ სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელმა, მარიამ კუკუნაშვილმა Facebook ის საკუთარ გვერდზე საჯარო პოსტი მიუძღვნა.
`ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლას ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, Mixeil Gremelashvili -ს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო გოგოები.და ეს, ცოლშვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება... ბავშვები ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით…კახეთის ოცნების საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება,გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლშვილი და ანგელოზივით ბავშვები…მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო…სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ.“- დაწერა კუკუნაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიას უკვე დაუდასტურეს, რომ გრემელაშვილის შვილები გამოკითხვაზე არიან, საქმეზე კი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.