წინანდლის ,,რადისონში” ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს
ამ დროისათვის “რედ ისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში” სრული სიმშვიდეა.
სასტუმროს გენერალური მენეჯერი, ელენე ოთარაშვილი აცხადებს, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
,,გუშინ ღამით ყველა სტუმარი ოპერატიულად გადავიყვანეთ სასტუმრო “პარკ ჰოტელში”, სადაც მათ ყველანაირი პირობა ქონდათ დასვენებისთვის.
ჩვენი სასტუმროს უსაფრთხოების სისტემის მაღალმა სტანდარტმა განაპირობა სასტუმროს მინიმალური ზიანი! გაჩენილი ხანძრის შედეგად მხოლოდ მე-5 სართულზე განთავსებული საუნა დაზიანდა. ჩვენი ყველა რესტორანი, აუზი, ბარები, დარბაზები და 121 ნომერი უვნებელია.
მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად თუ რამ გამოიწვია აალება გამორთულ საუნაში, რომელიც რეგულაციების მიხედვით უკვე 3 თვეზე მეტია გაჩერებული გვაქვს”,– განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.
წინანდალში, სასტუმრო „რადისონში“ წუხანდელი ხანძრის შემდეგ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სადაზღვეო კომპანიის ექსპერტები მუშაობენ.
შეგახსენებთ, ხანძარი სასტუმროში გვიან ღამით, საუნაში გაჩნდა. დაკვამლიანების გამო სტუმრების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ხანძრის ლოკალიზება უახლოეს ხანში შეძლეს. ხანძრის შედეგად საუნა და მისი მიმდებარე ტერიტორია დაიწვა.
სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა სასტუმროს მე-4 სართულზე.