თელავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის სახლში პოლიცია იმყოფება
თელავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის სახლში, სოფელ შალაურში, პოლიცია იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მიხეილ გრემელაშვილის სახლის ჩხრეკა ჩაატარეს და იარაღი ამოიღეს.
პოლიციის რეაგირება, მისი ნათესავის, სუროგაციის ცენტრის დირექტორის, მარიამ კუკუნაშვილის საჯარო პოსტს მოჰყვა, რომელშიც ის დეპუტატს ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებდა.
მარიამ კუკუნაშვილი წერდა, რომ გრემელაშვილის ქალიშვილმა, მასზე განხორციელებული ძალადობის გამო, ერთხელ თვითმკვლელობაც სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად ძალადობა, შვილების მიერ, მამისათვის, დაგვიანებით წყლის მიტანას მოჰყვა.
ცნობილია, რომ პოლიციამ უკვე გამოკითხა, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მეუღლე და შვილები.
გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151- ე მუხლით დაიწყო.