შპს ,,ვივიმ” გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე ვენახი გააშენა
საქართველოს ბანკისა და შპს “ვივის” თანამშრომლობით კახეთში, კერძოდ კი, გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე ვენახი გაშენდა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ გააშენეს ისეთი ჯიშები როგორიცაა: ქისი, კახური მწვანე და საფერავი. კომპანია პროექტის ფარგლებში მომავალ წელს უკვე 5-8 ტონამდე მოსავალს ელოდება.
მათი ინფორმაციით პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 4,6 მლნ ლარს შეადგენს.
,,კომპანია საერთო ჯამში 125 ჰექტარ ვენახს ფლობს. აღსანიშნავია, რომ შპს „ვივი“ მომავალ წელს ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს. კომპანია კახეთის რეგიონში დასაქმებას უწყობს ხელს. სეზონურ სამუშაოებზე შპს ვივი დაახლოებით 150 ადამიანს ასაქმებს”,-აცხადებენ კომპანიაში.