ლაგოდეხში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაჭრეს
სროლა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში. 47 წლის მამაკაცის ახის არეში დაჭრეს.
მთავარი არხის ინფორმაციით, დაჭრილი პირი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირების დროს სანადირო თოფიდან ესროლეს.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერ- ჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.