ვიდეორეპორტაჟი

თელავში, ცაბაძის ქუჩაზე დარგული ხეები დააზიანეს

თელავში უცნობმა პირებმა, ცაბაძის ქუჩაზე, დამოუკიდებლობის დღეს დარგული ხეები დააზიანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხეები გასული წლის 26 მაისს დარგეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ  ცაბაძის ქუჩაზე მაღალი ძაბვის სადენების გასუფთავების მიზნით ხეების გადაბელვა ,,ენერგო პრო ჯორჯიამ” მოახდინა.

ცაბაძის ქუჩაზე, სხვადასხვა ჯიშის ხეები თითქმის ნახევარი კილომეტრის მანძილზეა გაშენებული.