სოფელ კაბალში მომხდარ ჯგუფურ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფური დაპირისპირება თანხის ე,წ “შეწერას” მოჰყვა.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება თანასოფლელების ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. უთანხმოება ე.წ “ქურდულ სამყაროსთან” დაახლოებულ პირებს შორის მოხდა.
ერთი ადგილობრივი მეორეს ფულს სძალავდა, რა დროსაც სიტუაცია გამწვავდა და სროლით დასრულდა.
ლაგოდეხის ,,არქიმედეს კლინიკის” ექიმების განცხადებით დაზარალებულს სახისა და გულმკერდის არეში ტყვიით შემავალი ჭრილობა აქვს და ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა.