თელავში, მეგობრობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ დღეში განახლდება
ქალაქ თელავში, მეგობრობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ დღეში განახლდება– აღნიშნული განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, სამუშაოები ქუჩაზე არსებული კომუნიკაციების გამო შეჩერდა, რადგან სხვა ტექნიკის შემოყვანის აუცილებლობა დადგა.
“შეჩერებულია მუაშობა აღნიშნულ ქუჩაზე, იმ რეალობიდან გამომდინარე რაც შექმნა კომუნიკაციებმა. ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამის კომპანიებთან გვაქვს მიწერა. სამუშაო პროცესი სამ დღეში განახლდება. ხელის შემშლელი ფაქტორები იყო ტექნიკის გადაადგილება, ამიტომ სხვა ტექნიკით ვიმუშავებთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პროექტი დასრულდება ვადის შესაბამისად”,– განუცხადა knews.ge–ს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა.