თელავში, მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას ითხოვს
ქალაქ თელავში, მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი უყურადღებოდ დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას ითხოვს.
მათი თქმით, გადათხრილი გზის გამო შეუძლებელია გადაადგილება და ამის გამო მანქანების სხვა ქუჩაზე გაჩერება უწევთ. ისინი შესაბამის სამსახურებს ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას სთხოვენ.
“დაანგრიეს აქაურობა, სახლში ვეღარ შევდივარ, თუ წვიმაა მით უმეტეს მეზობლის გალავნიდან მიწევს გადასვლა. ორი კვირა იქნება რაც ასეა მიტოვებული. მანქანას ხან რომელ გზაზე ვაჩერებთ ხან რომელზე”,–განუცხადა knews.ge თელავის მკვიდრმა ლალი ლეგაშვილმა.
მარიამ ოქროცვარიძე