ახალი ამბები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თელავში 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

თელავში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში კი რეგისტრირებული 233 აბიტურიენტი აბარებს გამოცდას. საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, რომ 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა ადგილზე.

მათივე ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი ამ დროისთვის შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კახეთში დილიდან 1 საგამოცდო ცენტრი მუშაობს, რომელიც თელავში, მერვე საჯარო სკოლაშია განთავსებული.

მარიამ ოქროცვარიძე