კომპანია ,,შუმის” ღვინოებმა საფრანგეთში 3 ოქროს მედალი მოიპოვა
საფრანგეთში გამართულ კონკურსზე ,,Citadelles Du Vin” , კომპანია ,,შუმის” ღვინოებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ კონკურსში მსოფლიოს 46 ქვეყანის საუკეთესო ღვინოები მონაწილეობდა და ქართულმა ღვინოებმა რეკორდული შედეგები აჩვენა.
მათივე თქმით, კონკურსის ჟიურის წევრები მსოფლიოში სახელგანთქმული ენოლოგები, ღვინის კრიტიკოსები და ჟურნალისტები იყვნენ.
კომპანია ,,შუმის ” გენერალური დირექტორი, აკაკი ცოფურაშვილი აცხადებს, რომ ქართული ღვინის საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული წარმატება მის რეალიზაციაზე დადებითად აისახება.
,,პანდემიის შედეგად შიდა ბაზარზე გაყიდვაც და ექსპორტზე გატანაც საგრძნობლად შემცირდა. ახლა უკვე განვაახლეთ ექსპორტი და მიმდინარე წელა ვფიქრობთ, რომ 1 მილიონ 200 ათას ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. კომპანია აქტიურად ემზადება ტურისტული სეზონისთვის და რთველისთვის,”- აცხადებს ცოფურაშვილი.