კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
მისივე განცხადებით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე. სამ საკარანტინო სივრცეში კი 97 მოქალაქე იმყოფება.
მისივე თქმით, მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება და კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება.
ასევე თელავის მუნიციალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ვირუსის 2 დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებულ პირებს 14 დღიანი კარანტინის ვადა უმთავრდებათ და 4 ივლისს მათ საბოლოო ტესტირება ჩაუტარდებათ.
,,რაც შეეხება სოფელ ყარაჯალის ორ დადასტურებულ შემთხვევას, ეპიდკვლევა გაგრძელდა, რის შედეგადაც გამოიკვეთა ახალი გარემოებები. კარანტინში გადაყვანილი იქნა 2 პირი, თვითიზოლაციაში ჯი 5. 13 კონტაქტირებულ პირს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება. რომელთა შედეგები ყველა უარყოფითია. 5 ივლისს იწურება 14 დღიანი კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა. ყველა კონტაქტს 4 ივლისს ჩაუტარდება საბოლოო ტესტირება.
2 ივლისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 136 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 6385 ნიმუში, აქედან 2386 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 268, ტრაილერის მძღოლი 35, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 45.