ახალი ამბები

ყარაჯალაში კორონავირუსის ინფიცირებული ქალის 13 კონტაქტს საბოლოო ტესტირება ხვალ ჩაუტარდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის და მისი სიძის 13 კონტაქტს ხვალ დამატებით და საბოლოო ტესტირება ჩაუტარდებათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს კარანტინის 14 დღიანი ვადა 5 ივლისს ეწურებათ.

,,სოფელ ყარაჯალის ორი დადასტურებულ შემთხვევის გამო, სოფელში ჩატარდა ეპიდკვლევა. კარანტინში გადაყვანილი იქნა 2 პირი, თვითიზოლაციაში კი 5. 13 კონტაქტირებულ პირს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება.

რომელთა შედეგები ყველა უარყოფითია. 5 ივლისს იწურება 14 დღიანი კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა. ყველა კონტაქტს 4 ივლისს ჩაუტარდება საბოლოო ტესტირება”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.