ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს სახლები დაუკანონდათ
ახმეტის, ლაგოდეხის და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს სახლები დაუკანონდათ.
საქართელოს მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები აქამდე მათ საკუთრებაში არ იყო.
,,საქართველოში სულ 7 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანინდა.
ამის შედეგად ეკომიგრანტ ოჯახებს გაუჩნდებათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა და შესაძლებლობა მიეცემათ თავად განკარგონ საკუთარი ქონება”,– აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.