საგარეჯოში მრავალფუნქციური სასტუმრო–კომპლექსი აშენდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანში მრავალფუნქციური სასტუმრო– კომპლექსი აშენდება.
კომპლექსის გახსნა 2022 წელს არის დაგეგმილი. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი მოიცავს 56 376 კვ/მ ტერიტორიას, სასტუმროს 130 ნომრით, სპორტულ მოედნებს, კაფე-ბარებს, სარელაქსაციო და გასართობი სივრცეებსა და კოტეჯებს.
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელმა გუსტავ გროთიმ, საოპერაციო დირექტორმა კაშკა მოჯკოვსკამ და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ბექა დალაქიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, დაგეგმილი პროექტის პრეზენტაციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია საგარეჯოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
,,აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ადგილობრივი მაცხოვრებლების ეკონომიკურ წახალისებას. ასევე შეიქმნება სამუშაო ადგილები და ეს თავისთავად ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარების”,– აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.