ახალი ამბები

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ემზარ ქვარიანი იქნება

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, კახეთის რეგიონს პარლამენტში, მოსახლეობის მიერ არჩეული ორი წარმომადგენელი ეყოლება.

რეგიონში 2 საარჩევნო ოლქი შეიქმნება, საიდანაც ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები. პარტიების ნაწილმა კახეთში მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე უკვე შეაჩერა არჩევანი.

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან ემზარ ქვარიანი იქნება.

,,გადავწყვიტე მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და დავაყენო ჩემი კანდიდატურა. აქტიურობას და წინასაარჩევნო კამპანიას ივლისის თვის შუა რიცხვებისკენ დავიწყებ’’,– განუცხადა Knews.ge-ს ემზარ ქვარიანმა.