დღეიდან პენსია 250 ლარი გახდა
დღეიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი გახდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 30 ლარით გაზრდილი პენსიით ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი. ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 300 ლარი გახდა.
,,2021 წლის იანვრიდან, იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით, მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები”,– აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.
ავტორ: მარიამ ოქროცვარიძე