,,ლელო საქართველოსთვის” კახეთის საარჩევნო შტაბს გელა გელაშვილი უხელმძღვანელებს
,,ლელო საქართველოსთვის“ კახეთის რეგიონულ საარჩევნო შტაბს გელა გელაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თელავი- ყვარელი- ახმეტა- ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი პოლიტიკური წერტილი იქნება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, ,,ლელო” აღნიშნულ ოლქში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„დროის იმ მოკლე მონაკვეთში, რაც „ლელო საქართველოსთვის“ შეიქმნა, პარქტიკულად 6 თვეში, ამ ძალამ მოახერხა გამხდარიყო რეალური ალტერნატივა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე მთავარი ოპოზიციური ძალისათვის. „ლელო“ გახდა მიზიდულობის ცენტრი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის და განსაკუთრებით ახალი თაობისათვის.
ზუსტად ვიცი, რომ ის დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რაც ამ პარტიის წევრებს აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.
მეც მივიღე გამოწვევა, რომ ერთად უნდა მოვახერხოთ და შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ამასთან ერთად დავიწყოთ ახალი ძალით უკეთესი ქვეყნის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ერთად მოვახერხებთ“, – განაცხადა გელა გელაშვილმა.