სოფელ საბუეში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
30 წლამდე ახალგაზრდა ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა, სადაც ის ერთ- ერთ ოჯახში მწყემსად მუშაობდა.
თანასოფლელების ინფორმაციით, გარდაცვლილი ხშირად სვამდა და ზოგჯერ აგრესიული იყო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სუიციდი სწორედ სასმელის ხშირ მიღებას უკავშირდებოდეს.
“გარდაცვლილს სმა უყვარდა და სოფელში რამდენჯერმე ამის გამო პრობლემებიც ჰქონდა. ძალიან ბევრს შრომობდა, მამის გარეშე იზრდებოდა. ლაგოდეხში იყო წასული და იქ ფერმაში მუშაობდა. ძმას გააგებინეს ეს ამბავი და ის წავიდა გადმოსასვენებლად”- ამბობს გარდაცვლილის ერთ- ერთი მეზობელი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.