ყარაჯალაში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის 13 კონტაქტს პირველადი ტესტირება ჩაუტარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის 2 დადასტურებულ შემთხვევაზე ეპიდკვლევა განხორციელდა, რის შედეგადაც გამოიკვეთა ახალი გარემოებები.
მისივე განცხადებით კარანტინში გადაყვანილი იქნა 2 პირი, თვითიზოლაციაში კი 5.
,, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 13 კონტაქტირებულ პირს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება, რიმელთა შედეგებიდანაც ყველა უარყოფითია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
,,კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე იმყოფება 117 მოქალაქე.
უკვე დაიწყო და მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება.
29 ივნისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა 59 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”,-განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 6168 ნიმუში, აქედან 2182 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 2436, ტრაილერის მძღოლი 35, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 32.