შშმ პირების პენსია 30 ლარით გაიზრდება
როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, 1 ივლისიდან ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე).
მათი სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 30 ლარით მოხდება და ჯამში პენსია 250 ლარი გახდება. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ოდენობის სოციალურ პაკეტს 40 000-ზე მეტი პირი მიიღებს.