საგარეჯოში მცხოვრებ 9 თვის ხატიას დახმარება სჭირდება
საგარეჯოში მცხოვრებ 9 თვის ხატია ოტიაშვილს დახმარება სჭირდება. გოგონას ოჯახის წევრების თქმით, მთავარი პრობლემა ზუსტი დიაგნოზის არ არსებობაა. მათივე განცხადებით, ბავშვს ორი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა.
გოგონას ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, რისი საშუალებაც არ აქვთ.
,,ხატიას ჯანმრთელობის პრობლემა დაბადებიდან აქვს. მას დასჭირდა ნაწლავის გარეთ გამოტანა. 4 თვეა კოლოსტომა აქვს, რაც ბუნებრივია გაურკვეველი ვადით ვერ გაგრძელდება. დიაგნოზად, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაწლავთა გაუვალობა მიიჩნევა თუმცა, დღემდე ვერ დადგინდა მიზეზი, რა იწვევს მას.
კვლევებმა, რომლებიც საქართველოში ჩაუტარდა, არ დაადასტურა ქართველი ექიმების ვარაუდები. სამწუხაროდ ჩვენი მედიცინა არ გვაძლევს მეტის გაკეთების საშუალებას, დრო კი არ იცდის. მდგომარეობას ართულებს ის ინფექციები, რომლებიც რეანიმაციაში შეიძინა. გამოვლენილია რამდენიმე მათგანი, დაუზუსტებელი ინფექციის ჩათვლით, რომელიც არაა გამორიცხული, პრობლემების გამომწვევი მიზეზიც იყოს.
მივმართეთ გერმანიის კლინიკებს, რამოდენიმე მათგანი თანახმაა მიიღოს ბავშვი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ კლინიკების აზრებიც გაიყო შესაძლო დიაგნოზებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვის ადგილზე ჩაყვანა, დიაგნოსტირება და შემდეგ მკურნალობა. დაგვპირდნენ, რომ მათი რესურსები მისცემთ საშუალებას ზუსტად განსაზღვრონ დაავადების ტიპი და ბავშვს მისცენ შანსი იცხოვროს მაქსიმალურად სრულფასოვნად, მაგრამ გერმანული კლინიკები ითხოვენ თანხას 200 000 ევროს სახით (დეპოზიტზე ეს თანხა უნდა იდოს), რაც ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა.გთხოვთ დაგვიდგეთ გვერდით”,– აცხადებენ გოგონას ოჯახის წევრები.
საბანკო რეკვიზიტებია: საქართველოს ბანკი:
GE02BG0000000345885411
მიმღები: გიორგი ოტიაშვილი (ბავშვის მამა)
საქართველოს ბანკი:
GE14BG0000000345959691
თი ბი სი ბანკი:
GE05TB7797945064300019
ლიბერთი ბანკი:
GE31LB0711166493012000
მიმღები: ხატია ოტიაშვილი (ბავშვის მამიდა)