ვინ არის სოფელ ჩუმლაყში მოკლული ახალგაზრდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოკლული 30 წლამდე მამაკაცი შ.მ. სოფელ ახაშნის მკვიდრია.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. შ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
გარჩევაში მონაწილე კიდევ ერთი პირი სოფელ ჩუმლაყის მკვიდრია. ის ყელის არეშია დაჭრილი და ამ დროისთვის გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
შეგახსენებთ, ინციდენტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გუშინ მოხდა. შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.