ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალვაშია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალვაშია.
უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, რომელსაც სოფელ ახაშენის მკვიდრი 30 წლამდე მამაკაცის შ.მ–ს სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზაზა რუაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით დაპირისპირება სოფელში ცენტრალურ გზასთან ახლოს დაიწყო და ერთი პირის მკვლელობით დასრულდა.
,,ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაპირისპირება სოფელში მოუვიდათ, გარდაცვლილი სოფელ ახაშენის მკვიდრია, მძიმედ არის დაჭრილი სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ა.მ, რომელიც საავადმყოფოშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება”,– განუცხადა Knews.ge–ს ზაზა რუაძემ.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19–ე, 109- ე განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.