ახალი ამბები

28 ივნისამდე სეტყვა და ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

28 ივნისამდე საქართველოში და მათ შორის კახეთში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმამ შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს“ ,- აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.