გურჯაანში შუქნიშნები 1 ივლისიდან ჩაირთვება
გურჯაანში შუქნიშნები სატესტო რეჟიმში პირველი ივლისიდან ჩაირთვება.
შუქნიშნების მონტაჟი ორ ლოკაციაზე: თავისუფლება-კოსტავასა და თავისუფლება-წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის დასრულებულია დროის ამთვლელი დაფების მონტაჟი.
” შუქნიშნები სატესტო რეჟიმში პირველი ივლისიდან ჩაირთვება, იქამდე აქტიურად მიმდინარეობს სამონტაჟო სამუშაოები. ასევე გვაქვს 43 სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება”,–განუცხადა knews.ge–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა შორენა ბაზერაშვილმა.
მარიამ ოქროცვარიძე