თელავის ისტორიული მუზეუმი მუშაობას ხვალიდან განაახლებს
პანდემიის გამო რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, თელავის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებელს 25 ივნისიდან მიიღებს.
მუზეუმში განმარტავენ, რომ ყველა ვიზიტორი ვალდებულია თან ჰქონდეს პირბადე და გაიაროს თერმოსკრინინგი.
მათივე ინფორმაციით, მუზეუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
,,პირველ ეტაპზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მეფის სასახლე მემორიალი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობები: კარის ეკლესიები, მეფის აბანო და არჩილის კოშკი.
რაც შეეხება დანარჩენ საგამოფენო სივრცეებს, კვლავ დაკეტილი იქნება ვიზიტორებისათვის , ვინაიდან ახალი მუზეუმის ეთნოგრაფიის და სამხატვრო გალერეის საექსპოზიციო დარბაზები განთავსებულია მიწის ქვეშ დახურულ სივრცეში, ამიტომ ახალი რეგულაციების მიხედვით იქ კონდიციონერების ჩართვა იკრძალება, რადგანაც საკონდიციო სისტემა ჰაერს იღებს არა გარედან არამედ არსებული დარბაზებიდან.
ყველა ვიზიტორი ვალდებულია თან ჰქონდეს პირბადე და გაიაროს თერმოსკრინინგი. შეზღუდული იქნება ასევე დამთვალიერებელთა რაოდენობაც და ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება
პირბადის გარეშე დაიშვებიან მხოლოდ 6 წლამდე ბავშვები და პირები, რომლებიც პირბადით სუნთქვის პრობლემასთან დაკავშირებით წარმოადგენენ ექიმის მიერ დამოწმებულ სამედიცინო ცნობას”,– აცხადებენ მუზეუმში.