ახალი ამბები

გურჯაანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზო“ მოეწყო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის არჩილ ნიკოლეიშვილის ხანცხადებით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის.
მისივე თქმით სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება და სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.
,,ტყის ახალი კოდექსი, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგნეს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყით სარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე უკანონო ჭრების რისკები”, – განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.